გაუჩინარებული ტურისტი მოკლულია - პოლიციამ სვანეთში მომხდარ ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსი ტურისტი, რომლიც მესტიის გზაზე დააყაჩაღეს და გაიტაცეს, მოკლულია.
ოფიციალურ განცხადებაში გომელაურის უწყება წერს, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მკვლელობის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქე მდინარე ნაკრაში გადააგდეს.
დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლსასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალითეტში, ასევე, სამაგერელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტოარიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებულები ორივე პირი დააკავა.სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს"- წერს უწყება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.