პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ჯო უილსონი საქართველოზე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ
9 იანვარს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ჯო უილსონი საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ - ინფორმაციას "ჰადსონის ინსტიტუტი" ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის პოზიცია დაიჭირა, დაგმო დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, გააღრმავა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და უკრაინის ომი ჩრდილო- ატლანტიკურ ორგანიზაციას დააბრალა. პარტიამ შეინარჩუნა ძალაუფლება პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის გზით. ამ გამოწვევების მიუხედავად, ქართველები გაბედულად დგანან რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს".
"ჰადსონის ინსტიტუტში" დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ - აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლორა თორნტონი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი, ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი.
პანელური დისკუსია ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.
ბოლო წლებში კობახიძის პარტია "ქართულმა ოცნებამ" კრემლის მომხრე პოზიცია დაიჭირა, დაგმო დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, გააღრმავა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და უკრაინის ომი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას დააბრალა. პარტიამ შეინარჩუნა ძალაუფლება პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის გზით. ამ გამოწვევების მიუხედავად, ქართველები გაბედულად დგანან რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს", - წერია "ჰადსონის ინსტიტუტის" განცხადებაში.