"ქართული კოშმარის" არაღიარების აქტი - ივანიშვილის და მისი გუნდისთვის მძიმე დღეების ათვლა დაწყებულია
ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდისთვის მძიმე დღეების ათვლა დაწყებულია - ცოტა ხანში კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტი დარეგისტრირდება. დოკუმენტი, რომელიც ივანიშვილისთვის პოლიტიკური განაჩენია, რადგან ამ აქტის მიხედვით აშშ-ი არ აღიარებს ივანიშვილს და მის პრო ირანულ რეჟიმს. ეს ოცნების წინააღმდეგ კიდევ ერთი ორპარტიული დოკუმენტი იქნება, რომელსაც ტრამპის თანაგუნდელი დემოკრატ კონგრესმენთან ერთად დაარეგისტრირებს.
არსებობს გეგმა, რომ არ აღიარების დოკუმენტი "მეგობარ აქტთან" გაერთიანდეს და ისე მოხდეს დამტკიცება. ეს კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება იქნება რეჟიმის წინააღმდეგ. უკვე ცნობილია, რომ სანქციების წრე, რასაც მეგობარი აქტი ითვალისწინებს, მაქსიმალურად გაფართოვდება. არსებული ინფორმაციით, დასანქცირდებიან არა მხოლოდ რეჟიმის მსახურები, არამედ მათი ოჯახის წევრები და გარემოცვა.