გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - "ოცნება" დუმს
"ქართული ოცნება" დუმილის რეჟიმში - ამ დრომდე არ გავრცელებულა არცერთი განცხადება ოკუპანტების მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის გატაცების შესახებ. ინფორმაციას მალავდა გორის სამხედრო კლინიკა. არადა 11 დღეა, საქართველოს მოქალაქე ალექსი მამულია და მისი მეგობარი ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში არიან. ორივეს ე.წ საზღვრის კვეთას ედავებიან.
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით მედიკოსი და მისი ნათესავი ცხინვალში გადავიდნენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე. 25 წლის ადამიანი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი დეზერტირად მოიხსენიებს, რადგან მან უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობაზე თქვა უარი.