ქართველი მეზღვაურები საერთაშორისო სკანდალში - რა როლი ჰქონდა ფინეთის ყურეში მოწყობილ დივერსიაში ტანკერის ქართველ კაპიტანს?

06.01.25 21:14
ქართველი მეზღვაურები საერთაშორისო სკანდალში - რა როლი ჰქონდა ფინეთის ყურეში მოწყობილ დივერსიაში ტანკერის ქართველ კაპიტანს?

რა როლი ჰქონდა ფინეთის ყურეში მოწყობილ დივერსიაში ტანკერის ქართველ კაპიტანს?! ახლა გამოძიების საგანია, თანამშრომლობდნენ თუ არა ტანკერის ეკიპაჟის წევრები რუსულ დაზვერვასთან. უკვე რამდენიმე დღეა დაკავებულია ტანკერი Eagle S , ეკიპაჟის წევრებს ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ.

 ფინური მედია წერს, რომ იმ ტანკერის კაპიტანი, რომელმაც ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი კაბელები გაანადგურა, ქართველი დავით ვადაჭკორიაა. საქმე შესაძლოა, ნატოს სახელმწიფოების წინააღმდეგ დივერსიასთან გვქონდეს.

ფინეთის გამოძიებაში უკვე ჩაერთო შვედეთიც. გამოძიების თანახმად, ტანკერმა, რომელიც რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და სანქციების გვერდის ავლით ნავთობი გადაჰქონდა, რამდენიმე კაბელი დააზიანა. შობის ღამეს, ტანკერიდან  მიზანმიმართულად დაუშვეს ღუზა და ის ათობით კილომეტრის მანძილზე ათრიეს, რომ ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი გაენადგურებინათ. ქართველ კაპიტანთან ერთად ეკიპაჟის წევრებს შორის არიან საქართველოს სხვა მოქალაქეებიც.

ტანკერ Eagle S-ზე გამოძიებისას აღმოჩენილია ძვირადღირებული სადაზვერვო აღჭურვილობა, ეკიპაჟის მინიმუმ 1 წევრი კი რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტია. ეს ფინეთის ხელში დამატებითი მტკიცებულებებია, რომ რუსეთი ტანკერს დივერსიისთვის გამოიყენებდა. უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ დანაშაულს ტანკერის კაპიტნის გარეშე ეკიპაჟი ვერ ჩაიდენდა, ამიტომ ქართველ მეზღვაურთან ახლა ყველაზე მეტი კითხვა არსებობს.

ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები