"ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგი - ეკონომიკა კრიზისის ზღვარზე
ქართული ეკონომიკა კრიზისის ზღვარზე. უახლოესი სამი თვის პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა. დაანონსებულია ლარის გაუფასურება, ინფლაცია, ფასების ზრდა - ეს ყველაფერი კი ქართველი ხალხის ჯიბეზე აისახება.
ეკონომისტების ვარაუდით, ადამიანების ისედაც გაძვირებული ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება.
არსებობს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ფასი უძრავ ქონებაზეც. პარალელურად დაპაუზებულია ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში.
სპეციალისტების თქმით, ინვესტორები თავს იკავებენ საქართველოში ფულის ჩადებაზე. მიზეზი არასტაბილური პოლიტიკური გარემო და ქვეყნის კურსის ცვლილებაა.