სადამსჯელო ოპერაციის ახალი ტალღა - ამჯერად სასამართლოში აქციების მონაწილეებს გზის გადაკეტვის გამო იბარებენ

08.01.25 20:50
სადამსჯელო ოპერაციის ახალი ტალღა - ამჯერად სასამართლოში აქციების მონაწილეებს გზის გადაკეტვის გამო იბარებენ

მაკუნა გოჩიაშვილი ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, რომელიც სასამართლოში გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დაიბარეს. სამოქალაქო აქტივისტი იხსენებს, რომ დეკემბრის დასაწყისი პროტესტის ყველაზე აქტიური დრო იყო, ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი იდგა და გზის გადაკეტვაც, ხალხის ამ რაოდენობისთვის ბუნებრივი და კანონიერი ქმედებაა. გოჩიაშვილის პროცესი სასამართლოში 27 იანვარს ჩაინიშნა. 

სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა რომ ყველა, ვის წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმია შედგენილი, აჯარიმებენ. პირველი იანვრიდან ძალაში შესული კანონის მიხედვით გზის გადაკეტვის საქმეზე ჯარიმის რაოდენობა 5 000 ლარამდე გაიზარდა, გადაკეტვის ორგანიზება კი 15 000 ლარს შეადგენს, იურისტები აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნების"  მთავარი მიზანი ახლა ახლა ხალხის დაშინება  და პროტესტის ჩახშობაა. 

სამართლებრივი დახმარების ცენტრის ცხელ ხაზზე ყოველ დღიურად უამრავი ადამიანი რეკავს. ყველა მათგანს სასამართლოში სხვადასხვა მიზეზით იბარებენ, ზოგს, გზის გადაკეტვის, ან აქციაზე ხმაურის გამოწვევის გამო. ჯარიმების გადახდის და სამართლებრივი დახმარების გასაწევად, იურისტები და სხვადასხვა ფონდები ერთობლივად მუშაობენ. 

აქტივისტების საქმეები - ხატია სამხარაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები