საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია - ბლინკენი

08.01.25 21:15
საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია - ბლინკენი

ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პრესკონფერენციიდან ნაწყვეტს აზიარებს, რომელიც საქართველოს უკავშირდება. 

ენტონი ბლინკენი პოლიტიკური ტრიბუნიდან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების უგულებელყოფის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოსთან დაკავშირებითაც... საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია და არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, არამედ უგულებელყოფა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისგან, რომელსაც უნდა აეშენებინა მომავალი, რომელიც უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან.

მას შემდეგ, რაც დემოკრატიული უკუსვლა დავინახეთ, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობა, რომელიც იმ ხალხის ცხადი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლის წარმოდგენაც სურს, მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს - ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ.

დავასანქცირეთ "ქართული ოცნების" ლიდერი ივანიშვილი, ასევე მთავრობის სხვა წევრები. შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი ამერიკული დახმარება. ეუთოში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად მუშაობით ჩვენ "ვენის მექანიზმი" ავამოქმედეთ, რათა ასევე ნათელი გაგვეხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთის გამოხატვისა და ქმედების თავისუფლებისთვის სივრცეს, უნდა შეიცვალოს." - ამბობს ბლინკენი.

მსგავსი სიახლეები