"რუსეთის სპეცსამსახურების კარნახით არის დაწერილი" - ჯაფარიძე "ოცნების" განცხადებაზე

08.01.25 22:06
"რუსეთის სპეცსამსახურების კარნახით არის დაწერილი" - ჯაფარიძე "ოცნების" განცხადებაზე

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული კონსპირაციების უკან კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე რუსეთს ხედავს და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ დღევანდელი განცხადება რუსეთის სპეცსამსახურების კარნახით არის დაწერილი. 

ამასთან, ბადრი ჯაფარიძე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის არალეგიტიმური ბუნება საქართველოში უმწვავეს ეკონომიკურ პრობლემებს განაპირობებს.

რა ვითარებაში არიან ჩვენი თანამოქალაქეები ''ქართული ოცნების'' არალეგიტიმური ბუნებიდან გამომდინარე, რაც იწვევს უმწვავეს ეკონომიკური პრობლემებს. სწორედ ამის თავი და თავი არის ''ქართული ოცნება''. ის არის არალეგიტიმური, იზოლირებული ძალა, რომელიც იზოლირებულია ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად, იზოლირებულია ქვეყნის გარეთ პოლიტიკურად და ეს აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იმაზე, რომ მაღალი ფასებია. 35 ლარი გაიმეტეს პენსიონერებისთვის მხოლოდ, სამაგიეროდ თვითმარქვია პარლამენტარების ხელფასების გასამმაგება მოხდა. ადამიანების უმრავლესობა არის მინიმალურ ხელფასზე და მათ უწევთ ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის და ეს იმის გამო, რომ დღეს დე ფაქტო ხელისუფლება არის სრულად იზოლირებული'', - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს, 8 იანვარს, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები