ბათუმში ჩვენი გუნდის წევრი, ვაჟა დარჩია უსაფუძვლოდ დააკავეს - "ძლიერი საქართველო"

11.01.25 23:09
ბათუმში ჩვენი გუნდის წევრი, ვაჟა დარჩია უსაფუძვლოდ დააკავეს - "ძლიერი საქართველო"

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ცნობით, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მათივე გუნდის წევრი, ვაჟა დარჩიაც დააკავეს.

ბათუმში მიმდინარე აქციაზე სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს 10-მდე მოქალაქე, მათ შორის კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები!" - წერს "ძლიერი საქართველო".

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, თუ როგორ ადებენ ხელბორკილებს პოლიციის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანს ძალის გამოყენებით.  

თბილისის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე ბათუმშიც გადავიდნენ - პოლიციამ ბათუმში 10-მდე მოქალაქე დააკავა.

მსგავსი სიახლეები