"გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!" - მამუკა ხაზარაძე

15.01.25 10:05
"გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!" - მამუკა ხაზარაძე

გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია! - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიაზე თავდასხმას.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!

„კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებებისა და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა!

„ქართული ოცნების“ ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!

გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, "ოცნების" კრიმინალურ ბანდას კი მალე გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან!

ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!“ - წერს ხაზარაძე.

"საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.

ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. 

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც. 

 

მსგავსი სიახლეები