ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს

15.01.25 11:05
ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს.

გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის შესახებ.

ასეთი ქმედებები არასოდეს გააჩუმებს ხმებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის - წერია განცხადებაში.

„დღეს ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული კოორდინირებული ჯგუფური სასტიკი თავდასხმა განხორციელდა.

გიორგი გახარია ბათუმში უსამართლოდ დევნილი ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული ამ ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას და ყველა პასუხისმგებელი პირისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრებას ითხოვს. აღნიშნული პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა. მსგავსი ქმედებები საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა ხმებს ვერასდროს გააჩუმებს, - წერია განცხადებაში. 

"საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.

ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. 

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც. 

მსგავსი სიახლეები