საქმე აღძრეს არა პოლიტიკური დევნის, ცემის მუხლით და ალი ბაბაევია პოლიტიკოსი და გახარია არა? - ელისაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და ვერ ხვდება რატომ არ აღძრეს საქმე პოლიტიკური დევნის მუხლით.
ალი ბაბაევია პოლიტიკოსი და გახარია არა, საქმე რომ აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით? - აცხადებს ელისაშვილი
მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესეიგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო? ))))
მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს!"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.
ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.