სოლიდარობა გიორგი გახარიას - ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გიორგი გახარიას სოლიდარობას უცხადებს.
მელიას ახლა აინტერესებს, დააკავებს თუ არა რეჟიმი ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორს, დიმიტრი სამხარაძეს.
საინტერესოა, სამხარაძეს, გიორგი გახარიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორს დააკავებენ თუ არა. რა თქმა უნდა, სოლიდარობა გიორგი გახარიას, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერზე წარსულში ვერ ვთანხმდებოდით და ალბათ, მომავალშიც ბევრ საკითხზე ვერ შევთანხმდებით. ე.წ. დეპუტატები ძალადობენ და ადამიანებს ცემენ ფიზიკურად ქვეყნის შიგმით, ქვეყნსი გარეთ. გინდა, არ გინდა, კაცი არის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი", - ამბობს ნიკა მელია.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.
ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.