თავდასხმა გიორგი გახარიაზე - პრეზიდენტის განცხადება

15.01.25 18:03
თავდასხმა გიორგი გახარიაზე - პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს.

სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "პოლიტიკური ლიდერის თუ რომელიმე მოქალაქის მიმართ ძალადობა მიუღებელია". 

მკაცრად ვგმობ ფიზიკურ თავდასხმას ოპოზიციის ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე. ძალადობა მიუღებელია, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერის თუ რომელიმე მოქალაქის მიმართ. ამის მოთმენა ვერ და არ შეიძლება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.  გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.