"ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ვიმოქმედებთ" - ჯო უილსონი გახარიაზე და ქორიძეზე თავდასხმას გმობს

15.01.25 18:12
"ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ვიმოქმედებთ" - ჯო უილსონი გახარიაზე და ქორიძეზე თავდასხმას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ივანიშვილის რეჟიმის მიერ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას გმობს. 

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრი პლატფორმა X-ზე წერს, რომ შტატები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ხედავს და საპასუხო რეაქცია ექნება. 

ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე. სულ უფრო და უფრო, რეჟიმი ფიზიკურად უსწორდება იმათ, ვინც თავისუფალ დასამართლიან არჩევნებს ითხოვს. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ. ქართველ ხალხს ამით ვერ დააშინებენ", - წერს ჯო უილსონი.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.  გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.