მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი მასალა მივაწოდოთ - „შერატონ ბათუმის“ განცხადება
თავდასხმა ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე - სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ განცხადებას ავრცელებს.
ადმინისტრაცია მზად არის, საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლოს და შესაბამისი საგამოძიებო მასალა მიაწოდოს მათ:
"ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა აღნიშნულ ინციდენტს ვუდგებით სრული სერიოზულებით.
სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა" - აცხადებს სასტუმრო.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.