ქართული საზოგადოება უკეთესს იმსახურებს - ნიდერლანდების ელჩი
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების შემდეგ, საქართველოში ნიდერლანდების ელჩიც, მელინე არაკელიანი გიორგი გახარიაზე თავდასხმას ემსახურება და წერს, რომ "ქართული საზოგადოება უკეთესს იმსახურებს".
დიპლომატი პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის მზარდ შემთხვევებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
საქართველოში პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის მზარდი შემთხვევები შემაშფოთებელია. ქართული საზოგადოება უკეთესს იმსახურებს. დღეს საქართველოში ბედობაა და გთხოვთ, ამ წელს ძალადობას ნუ დავაბედებთ." - წერს მელინე არაკელიანი.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.