რეჟიმს საკუთარი ხალხის ჩაგვრასა და დაშინებაში ლიმიტი არ აქვს - კრამონი "ოცნებაზე"
"ქართული ოცნების" ტერორი გრძელდება - ამის შესახებ ყოფილი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი პლატფორმა X-ზე წერს და გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება.
კრამონის შეფასებით, რეჟიმს საკუთარი ხალხის ჩაგვრასა და დაშინებაში ლიმიტი არ აქვს.
"ქართული ოცნებისა" და მათი თაღლითების ტერორი გრძელდება. მათ სასტიკად სცემეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია - ძალიან მშვიდი პოლიტიკოსი. როგორც ჩანს, რეჟიმს ლიმიტი არ აქვს საკუთარი ხალხის ჩაგვრასა და დაშინებაში", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.