"არ მოსრიალდეს" - გახარიას გუნდის პასუხი მდინარაძეს

15.01.25 19:59
"არ მოსრიალდეს" - გახარიას გუნდის პასუხი მდინარაძეს

არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის მუქარას გიორგი გახარიას დაკავებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერის გუნდი პასუხობს.

ნათია მეზვრიშვილი მამუკა მდინარაძეს უთვლის, "არ მოსრიალდეს".

მამუკა მდინარაძეს გადაეცით ფრთხილად, არ მოსრიალდეს. პროკურატურასთან მისი კანტორის სავარაუდო კორუფციულ საპროცესო გარიგებებზე არ გახდეს გამოძიება დასაწყები". - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

სასტუმრო "შერატონში" "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ივანიშვილის გუნდი ყოფილ პრემიერს დაჭერით ემუქრება.

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება თავად გახარიამ დაიწყო და მას მიუთითებს, "დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას?". 

ცნობისთვის, "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.  გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.