ცნობები "ოცნების" დეპუტატების მიერ გახარიაზე თავდასხმის შესახებ შოკისმომგვრელია - ჰიპერი

15.01.25 21:32
ცნობები "ოცნების" დეპუტატების მიერ გახარიაზე თავდასხმის შესახებ შოკისმომგვრელია - ჰიპერი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ანგარიშსწორებას შოკისმომგვრელს უწოდებს.

ჰიპერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია".

საქართველო: ცნობები "ქართული ოცნების" პოლიტიკოსების საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ შოკისმომგვრელია. 

არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია”, - წერს ჰიპერი.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.  გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.