"გახარიაზე თავდასხმა ივანიშვილის შურისძიებაა" - მეზვრიშვილი

16.01.25 00:19
"გახარიაზე თავდასხმა ივანიშვილის შურისძიებაა" - მეზვრიშვილი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების" წევრების მიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ბიძინა ივანიშვილის შურისძიებად აფასებს.

  • 2024 წლის 21 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას "ტვ იმედის" ეთერიდან გასამართლებით დაემუქრა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერზე ანგარიშსწორებით ივანიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა - "დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა".

ზვიადის მიმართაც გამოვხატავ სოლიდარობას. გიორგი გახარია მხნედ არის და "ოცნებას" რისი ოცნებაც აქვს, ეს ოცნებები ვერ აუხდება. საზოგადოებას რისი ოცნებაც აქვს, აუცილებლად აუხდება, რადგან ამ ხელისუფლებას ერთად დავასრულებთ და ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია გახარიას. ამით იყო ეს ყველაფერი განპირობებული. ეს არ იყო არაფრების თავში მოხარშული ჯგუფური თავდასხმა. ეს იყო ივანიშვილის მიზანმიმართული ქმედება. ის დაიმუქრა ჯერ კიდევ ახალ წლამდე პროპაგანდისტული მედიის ეთერში. ეს არის ივანიშვილის შურისძიება. ეს არის საბედისწერო შეცდომა. ის ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და არა ამ პირობებში, რადგან არ გვჯერა, რომ მურუსიძის სასამართლო რამეს გაარკვევს", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.  გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.