გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა შოკისმომგვრელია, ეს დანაშაული აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული - სვენია შულცე

16.01.25 20:25
გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა შოკისმომგვრელია, ეს დანაშაული აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული - სვენია შულცე

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, სვენია შულცე გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და სოციალურ პლატფორმა  X-ზე წერს.

მისი თქმით, “გახარიაზე თავდასხმა შოკის მომგვრელია და  ეს დანაშაული აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.“

“პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს", - წერს შულცე.

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა ჩემთვის შოკის მომგვრელია. ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას და ყველაფერ საუკეთესოს. ეს დანაშაული აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს", - წერს შულცე.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.  გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.