ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას
ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
"საქართველოს სურს, სანდო დემოკრატიად დარჩეს, უნდა შეეძლოს ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელშიც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ"- ამბობს მინისტრი.
საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლა შემიძლია ვისაუბრო, როგორც "ეუთოს" თავმჯდომარემ. გასულ წელს ეუთომ - ოდირის საშუალებით გამოაქვეყნა არჩევნების შესახებ ანგარიში და ასევე რეკომენდაციები არსებითად ახალი არჩევნების ორგანიზების შესახებ.
ჩვენ პირველ რიგში ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში. მეორე სათქმელი კი ეს არის - თუ გსურთ სანდო დემოკრატიად დარჩეთ, უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად, რომელიც ატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.
ასევე ნახეთ:
- საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი ახალი არჩევნების ორგანიზებაა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
- "ოცნება" ხალხის ნებას პატივს არ სცემს - პირველი კომენტარები ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე
- ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, მათი ხმა უნდა გავიგოთ-ჟან-ნოელ ბარო
- საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია - კაია კალასი
- მარგუს ცაჰკნა: ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ