შს მაღალჩინოსნების პასუხები "ხარებას" მიერ მოქალაქის ცემის კადრებზე: "ვერ შევაფასებ", "სხვა რაღაცაზე ვფიქრობ"

04.02.25 12:07
შს მაღალჩინოსნების პასუხები "ხარებას" მიერ მოქალაქის ცემის კადრებზე: "ვერ შევაფასებ", "სხვა რაღაცაზე ვფიქრობ"

 

 

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი "ტვ პირველის" მიერ ექსკლუზიურად გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ ამბობს, რომ გდდ-ის შეფის ძალადობის ფაქტს ვერ შეაფასებს. 

"მე ვერაფერს შევაფასებ" - იმეორებდა ნანუკა ქაჯაიას კითხვის საპასუხოდ ლაშა ჯოხაძე. კიდევ ერთ ჩაკითხვაზე, აქვს თუ არა "ხარებას" ხსენების უფლება აკრძალული, პოლიციის მაღალჩინოსანი ამბობს: "რა შუაშია", თუმცა მოქალაქის ცემისა და გინების ფაქტზე კომენტარს მაინც არ აკეთებს. 

ლაშა ჯოხაძე ირწმუნება, რომ არ იცის, დაიკითხა თუ არა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი მედიაში გავრცელებული კადრების შემდეგ. 

გდდ-ის შეფისა და სხვა ძალოვენების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობაზე "ტვ პირველმა" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ბზიშვილსაც ჰკითხა: 

"ცოტა ხანში მოვალ, ვფიქრობ რაღაცაზე"- უთხრა ჟურნალისტს ვაჟა სირაძის მოადგილემ. 

 

რა ჩანს TV პირველის მიერ გადაღებულ კადრებში?

  • ვიდეომასალაში, რომელიც "შაბათის ეთერის" ოპერატორმა 2 თებერვალს ღამით გადაიღო, ზვიად ხარაზიშვილის მანქანასთან თათბირი ჩანს. ამის შემდეგ სპეცრაზმი მოქმედებაზე გადადის და აქციის მონაწილეებზე ნადირობა იწყება - დემონსტრანტებზე ჯგუფურად ძალადობენ. დაკავებულების ნაწილი "ხარებასთან" მიყავთ და ის წიხლს ურტყამს

ასევე ნახეთ:  

გოგა მემანიშვილი ამტკიცებს, რომ "ტვ პირველის" კადრებში "ხარებას" ძალადობა ვერ დაინახა