კარგად მოძებნონ - სად არის ბაჩიაშვილი?
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გარემოცვა ჯერ კიდევ გონს ვერ მოვიდა და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები ერთმანეთის გადაბრალებაში არიან, თუ როგორ მოახერხა მან ქვეყნის დატოვება.
გიორგი არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილს ეგონოს, რომ მას საქართველოს საზღვარი არც კი დაუტოვებია.
“რაც უნდა ის იფიქრონ, ჩემი ამოცანა სულ არაა, რომ ეჭვი გავფანტო“, - ამბობს ბაჩიაშვილი გადაცემა “რეაქციაში“.
ბიზნესმენის მტკიცებით, სუს-ის კაბინეტში კაცი აღარ ზის, “გამოსულები არიან და უსმენენ, მიტინგზე ვინ რას ლაპარაკობენ.“
დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით, ერთმანეთის გადაბრალებაში არიან, თუ როგორ გავძვერი, შესაძლოა, იმაშიც არ არიან დარწმუნებული, გასული ვარ თუ არა ქვეყნიდან. რაც უნდა ის იფიქრონ, ჩემი ამოცანა სულ არაა, რომ ეჭვი გავფანტო, კარგად მოძებნონ, შეასრულონ თავიანთი საქმე, მაგრამ მაგას ჯობია, ნამდვილი დამნაშავეები, ტერორისტები და მკვლელები და ყაჩაღები დაიჭირონ, იმის ნაცვლად, რომ ჩემნაირ ადამიანებს და მშვიდობისთვის გამოსულ ხალხს დასდევდნენ ქუჩაში.
ამიტომაა გახრწნილი სისტემა-პოლიცია, სსასზღვრო დაცვა, ყველა დასდევს მომიტინგეებს და უსმენენ. სუს-ის კაბინეტში კაცი აღარ ზის, გამოსულები არიან და უსმენენ, მიტინგზე ვინ რას ლაპრაკობენ. მუნდირი აქვთ გაუპატიურებული და ეს ადამიანები პირდაპირ ივანიშვილის და ხარებას სასამხურში არიან მოსულები. პოლიცია სრულად დემორალიზებულია, - ამბობს ბაჩიაშვილი.