ივანიშვილის მამხილებელი მასალების დიდი ნაწილი ქვეყნიდანაა გატანილი- გიორგი ბაჩიაშვილი
ბიზნესმენი, გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქს მხილების ახალ სერიას უანონსებს. როგორც ის გადაცემა “რეაქციაში“ ამბობს, “ივანიშვილის მამხილებელი მასალების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გატანილი აქვს“
“რა ინფორმაციაც მაქვს, ამ ინფორმაციას გამოვიყენებ მისი მხილებისთვის, ეს ინფორმაცია დიდი ხანია, გატანილია ქვეყნიდან“, - ამბობს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილის მამხილებელი მასალები ისეა დაცული, რომ არაფერს პრობლემა არ შეექმნება.
ბიძინას პირველ რიგში სრულ მხილებას ვუანონსებ, იმაშიც, რაშიც ჯერ არ არის მხილებული. რაზედაც მქონდა ხელ-ფეხი შეკრული, ახლა აღარ მაქვს.
რა ინფორმაციაც მაქვს, ამ ინფორმაციას გამოვიყენებ მისი მხილებისთვის, ეს ინფორმაცია დიდი ხანია, გატანილია ქვეყნიდან და ივანიშვილმა ეს კარგად იცოდა. ეს თვალთვალიც სწორედ მაგას ემსახურებოდა, მიეგნოთ, რა ინფორმაცია მქონდა, სად მქონდა. მათ ისიც კი არ იციან, ზუსტად რა მჭირავს ხელში. თურმე უფრო წინდახედული აღმოვჩნდი, ვიდრე მათ ეგონათ და სურდათ. თანხებზე წვდომა, ინფორმაცია არის თუ რაც არის, აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა ადგილებში და ქვეყნებში, ისეთ ხელმისაწვდომობაში, რომ არ მოხდეს ამის კომპრომენტირება ერთდროულად. თუ გაქვს ცოტა კაპიტალი, მსგავს რაღაცეებზე ყველა უნდა ფიქრობდეს. დრეს სამყარო სავსეა მატყუარა და გადამგდები ხალხით,ა დამინები, რომლებიც მოგიბრუნდებიან და შეგიკერავენ ისეთ რამეს, რაც არ ყოფილა. ამიტომაც უნდა იყოს ყოველთვის თავშემონახული.
ყველა მასალა, რომელიც არის შენი უსაფრთხოების გარანტია, აპრიორი უნდა იყოს ისეთ ადგილებში, სადაც ხელი არავის მიუწვდება, - ამბობს ბაჩიაშვილი.
ბიზნესმენისვე თქმით, მან ოჯახი, უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნიდან გაიყვანა.
5 დღით იყვნენ გასულები, მეც ისე დავამთხვიე, რომ ისინი გასულები ყოფილიყვნენ. ჯერჯერობთ, ვუთხარი, რომ ევროპაში დარჩენილიყვნენ, შემდეგ შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები. ივანიშვილი გამწარებულია და ყევლანაირ სიბინძურეზეა წამსვლელი, საქმე როგორც მე შემიკერა, ასევე ჩემ დას და დედას შეუძლია შეუკეროს“, - აღნიშნა მან.
ამავე თემაზე:
- ივანიშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ლილუაშვილ-გომელაურის სახე აინტერესებს
- როგორ დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო - ბიზნესმენის პირველი კომენტარი