პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილზე თავდასხმასთან "ოცნება" კავშირში არ არის

07.03.25 15:47
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილზე თავდასხმასთან "ოცნება" კავშირში არ არის

არალეგიტიმური პარლამენტის თავმდჯომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმაში "ოცნების" ხელი არ ურევია და ეს მხოლოდ ზურაბიშვილის უსაფუძვლო ეჭვებია. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ძალადობრივი გარემო ქვეყანაში სწორედ  უცხოური დაფინანსებით იქმნება და ამაში თანამონაწილე სწორედ ზურაბიშვილია.

სალომე ზურაბიშვილს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში, მაგრამ როცა ჰკითხეს, საიდან გაქვს ეს ეჭვიო, როგორც აღმოჩნდა, დაესიზმა და სხვა არანაირი ხელჩასაჭიდი ფაქტი მას არ ჰქონდა. ასე რომ, სხვის ეჭვებზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.
 

ის ძალადობრივი გარემო, რომელიც უცხოური დაფინანსებით საქართველოში იქმნება და რომლის თანამონაწილეც არის მათ შორის, ქალბატონი სალომე, ოპოზციის სხვა წარმომადგენლები და ენჯეოები, ეს ძალადობრივი გარემო, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს, - ამბობს პაპუაშვილი.  
 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმიდან 17 დღე გავიდა, თუმცა გამოძიებას დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოუვლენია. არ არის გამოკითხული არც თავდასხმის ობიექტი სალომე ზურაბიშვილი. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მომხდარს არ გამოიძიებს, რადგან მომხდარის უკან სწორედ ის დგას. ამავე აზრს იზიარებს პრეზიდენტის ადვოკატი ეკა ბესელიაც.