"ცეცხლი ოლიგარქიას" - ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა

11.03.25 15:39
"ცეცხლი ოლიგარქიას" - ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა

 

 

გიორგი ჩიკვაიძის სახლში ფინანსური პოლიციის ათობით თანამშრომელი და სპეცრაზმია მობილიზებული. ბიზნესმენის დედა "ტვ პირველისთვის" მიცემულ კომენტარ ამბობს, რომ საგურამოში ძალოვნები პროცესის დასრულებისთანავე გამოჩნდნენ და  ჩხრეკა დაიწყეს. 

ჩხრეკა სავარაუდოდ, ფინანსური პოლიციაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს. 

ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი შვილის დაკავებას და ახალ ბრალდებას ბიზნესმენის მიერ ივანიშვილის ხელისუფლების მხილების სერიას უკავშირებს. 

გიორგი როგორც კი დააკავეს, უცებ მოვიდნენ. შემოსულები არიან გადაუდებელ ჩხრეკაზე. ეზოში ჩამოვედი, მითხრეს, რომ გარეთ არ გავსულიყავი და მას მერე ველოდებით ადვოკატს. მოვიდა უფოლებადამცველი და დაიწყება ჩხრეკა. 

ეს არის ბიძინას სახელმწიფო, არ ეყოთ, რომ დააკავეს. ჩეცხლი ოლიგარქიას!"- ამბობს ჩიკვაიძის დედა. 

 ადგილზე მობილიზებული ფინანსური პოლიციის თანამშრომლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. 

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დღეს დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.

  • ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წაუყენა, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები