არის თუ არა ბრძანების შესრულება დანაშაული? - რას ამბობს ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორი და რა პასუხი აქვთ "ოცნებაში"
არის თუ არა ბრძანების (ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ბრძანების) შესრულება დანაშაული? - ეს კითხვა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგ, "პირველებმა" ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორს დაუსვა.
თქვენ ფიქრობთ, რომ ბრძანების შესრულება არ არის დანაშაული? დანაშაულებრივი ბრძანების შესრულება არის დანაშაული", - ამბობს პროკურორი გიორგი მუჯირმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, "დღეს, თანამდებობაზე მყოფი პირები დანაშაულებრივ ბრძანებებს როცა ასრულებენ ისინი დამნაშავეები არიან?" - პროკურორი აცხადებს:
კონკრეტულად ამ საქმეზე მეკითხებით, თუ რაზე მეკითხებით? ნახეთ, სამართლებრივი აქსიომაა, ბრძანება, რომელიც არის დანაშაულებრივი, მისი შესრულება არის დანაშაული" - ამბობს პროკურორი.
ბადრი კოჭლამაზაშვილის პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადებები გაკეთდა "ქართულ ოცნებაშიც".
ლევან მახაშვილი ამბობს, რომ "ბრძანების შესრულება, თუ ის უკანონოა, დანაშაულია".
თუმცა კითხვაზე, "სპეცრაზმელი, პოლიციელი, ვინც უკანონო ბრძანებას ასრულებას, ესეც არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, ამაზე მახარაშვილი აცხადებს, რომ "ისინი თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ".
ეს არ არის ბრძანება, ეს არის უკანონო ბრძანება, რომლის შესრულება არის იგივე დანაშაული, როგორც ამ უკანონო ბრძანების გაცემა. ჯანაშია არ იყო უბრალოდ დაცვის წევრი, ის იყო მაღალი თანამდებობის პირი და უაკანონო ბრძანების შესრულება არის იგივე სისხლის სამართლის დანაშაული.
პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე გაცემულ ბრძანებებზე თუ მეკითხებით, აქ ყველაფერი ნათელია, სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლები ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას", - ამბობს ლევან მახაშვილი.
ე.წ. პიჯაკების საქმზე მოსამართლის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, სრულიად "ბუნებრივი" აღმოჩნდა ეკა სეფშვილისთვისაც, თუმცა "ხალხის ძალის" წარმომადგენლი ვერ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პრეზიდენტის ბრძანების შერსულება დანაშაული:
ეს არის ჩვეულებრივი ელიტური კორუფციის გამოვლინება. თანხაც არ არის პატარა, 9 მილიონს ეხება და სავსებით ბუნებრივია, რომ მოსამართლემ გამოიტანა ასეთი დასკვნა", - ამბობს სეფაშვილი.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.
რა გაგრძელება ექნება პიჯაკების საქმეს? - ირკვევა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გაასაჩვებს, ასევე თემურ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.