პუტინის პროპაგანდისტული მედია "ოცნებას" სააკაშვილის ციხეში 9 წლით გაშვების გამო აქებს

12.03.25 16:50
პუტინის პროპაგანდისტული მედია "ოცნებას" სააკაშვილის ციხეში 9 წლით გაშვების გამო აქებს

რუსული მედია ზეიმობს - ივანიშვილის რეჟიმმა კრემლის პროპაგანდისტების ქება ამჯერად მიხეილ სააკაშვილისთვის  9 წლიანი პატიმრობის შეფარდებისთვის დაიმსახურა.

სტატიებს პუტინის სამთავრობო გამოცემები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ და "ოცნების "11 წლიან  პროპაგანდას იმეორებენ. 

წერენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი "კორუმპირებული, დასავლეთის აგენტი იყო" და "ხალხის ფული კეთილდღეობისთვის მიითვისა". არადა ეს ბრალდება საბოლოოდ რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილს ვერ დაუდასტურა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

რა გაგრძელება ექნება პიჯაკების საქმეს? - ირკვევა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გაასაჩვებს, ასევე თემურ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.


 

მსგავსი სიახლეები