"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, სააკაშვილის მიმართ ბრალი გამოგონილია" - უგულავა

12.03.25 21:55
"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, სააკაშვილის მიმართ ბრალი გამოგონილია" - უგულავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს პოლიტიკოსი გიგი უგულავა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. 

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, რომლის წინააღმდეგაც რეჟიმმა ბრალდება შეთითხნა. 

ორი აზრი არ არის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან იმთავითვე პოლიტიკური იყო. როდესაც საუბრობ პოლიტპატიმარზე, საერთოდ არ არის აუცილებელ ადამიანი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. პოლიტპატიმარი შეიძლება დამნაშავეც იყოს იმაში, რაც მიუსაჯეს, მაგრამ ამავე დროს იყოს პოლიტპატიმარიც, ანუ პოლიტპატიმარს სტატუს არ სჭირდება უდანაშაულობა ამ დროს. სააკაშვილის მიმართ ეს ბრალი არის აბსოლუტურად გამოგონილი". - განაცხადა გიგი უგულავამ. 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

რა გაგრძელება ექნება პიჯაკების საქმეს? - ირკვევა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გაასაჩვებს, ასევე თემურ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.

მსგავსი სიახლეები