დღეს აბსურდული ბრალდებები ჩემზეც გაისმა, 1 600-ლარიანი ტელეფონის ჩუქებას მაბრალებენ - ბოკუჩავა

13.03.25 00:15
დღეს აბსურდული ბრალდებები ჩემზეც გაისმა, 1 600-ლარიანი ტელეფონის ჩუქებას მაბრალებენ - ბოკუჩავა

"დღეს აბსურდული ბრალდებები ჩემზეც გაისმა, 1 600-ლარიანი ტელეფონის ჩუქებას მაბრალებენ" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს.

ივანიშვილის რეჟიმი ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ჩემზეც გაისმა დღეს აბსურდული ბრალდებები. ადამიანი, რომელიც 13 წელია ვებრძვი ივანიშვილის რეჟიმს, სამი მოწვევის პარლამენტში ვამხელდი, თურმე, 1 600-ლარიანი ტელეფონის ჩუქებას მაბრალებენ და ამ ბრალდების მეტი ვერაფერი მომიძებნა ივანიშვილმა და მისმა ბრბომ ამ 13 წლის მანძილზე". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

რა გაგრძელება ექნება პიჯაკების საქმეს? - ირკვევა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გაასაჩვებს, ასევე თემურ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.

მსგავსი სიახლეები