"ოცნების" მიერ მიღებული ე.წ. კანონი ეუთო/ოდირის მიერ ყველა პერსპექტივით გაკრიტიკებულია" - ბურჯანაძე

15.03.25 11:22
"ოცნების" მიერ მიღებული ე.წ. კანონი ეუთო/ოდირის მიერ ყველა პერსპექტივით გაკრიტიკებულია" - ბურჯანაძე

ეუთო/ოდირის კრიტიკულ ანგარიშს იურისტი გიორგი ბურჯანაძე ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ოდირის მიერ ყველა პერსპექტივით არის გაკრიტიკებული.

ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილის შეფასებით, "ოცნების" მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

ე.წ. კანონი, რომელიც მიღებული იქნა 6 თებერვალს ეუთო/ოდირის მიერ გაკრიტიკებული არის ყველა პერსპექტივით. თვითონ რამდენად შეიძლება ამ ნაბიჯების დასჯად გამოცხადება, სანქციები, დრაკონული სანქციები, რომელიც არის გამოყენებული. ასვე, გაკრიტიკებულია თვითონ საკანონმდებლო პროცესი და ერთადერთი, რაც არის მოთხოვნილი ეს არის მისი გაუქმება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ დააჯარიმეს სტუდენტები მანიფესტაციის გამართვისთვის, ეს ნაწილი ცალკე აქვს შეფასებული ეუთო/ოდირს და დამატებით ხაზს გასმული არის, რომ არ შეიძლება ამნაირი ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემა მოხდეს ადამიანებიც, იმიტომ რომ როცა დახურული სივრცე, თუნდაც არის საჯარო მოხმარების, საჯარო მიზნების არის იქ უნდა იყოს შესაძლებელი შეკრებების და მანიფესტაციების გამართვა", - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა.  

მსგავსი სიახლეები