ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა - თოლორაია ამბობს, რომ "ოცნების" საკანონდებლო ცვლილებები განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება

15.03.25 11:34
ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა - თოლორაია ამბობს, რომ "ოცნების" საკანონდებლო ცვლილებები განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება

"ცვლილებები, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო, ეუთო/ოდირის დასკვნამდე ვიცოდით, რომ ემსახურებოდა შეკრება და მანიფესტაციის გამოხატვის თავისუფლების, აბსოლუტურად აკრძალვას", - ასე ეხმაურება სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია ODIHR-ის კრიტიკულ დასკვნას.

მისი თქმით, ეს დაასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონი არის რეპრესიული და ემსახურება მოქალაქეების დაშინებას და აქციების დაშლას.

"ე.წ. პარლამენტი,  იღებს კანონებს, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია საერთაშორისო სტანდარტებთან", - ამბობს თოლორაია

ე.წ. პარლამენტი, საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან და იღებს კანონებს, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია საერთაშორისო სტანდარტებთან. ანუ, ცალკეული ნორმები კი არ არ არის შეუთავსებელი, თვითონ კანონები არის შეუსაბამო საერთაშორისო სტანდარტებთან. მთლიანად კანონში არის პრობლემა, მთლიანად კანონები არის გასაუქმებელი. ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ჩვენ ეუთო/ ოდირის დასკვნამდე ვიცოდით, რომ ეს ემსახურებოდა შეკრება და მანიფესტაციის გამოხატვის თავისუფლების, არა თუ შეზღუდვას, აბსოლუტურად აკრძალვას. ყველა ცვლილება, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული ემსახურება, იმას, რომ არცერთ ადამიანს ამ ქვეყანაში არ ჰქონდეს განსხვავებულადვე აზრი და ვისაც განსხვავებული აზრი აქვს არ გაბედო და არ მიიღოს საპროტესტო აქციაში მონაწილეობა", - ამბობს ლონდა თოლორაია.

შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა.  

მსგავსი სიახლეები