ფარცხალაძე კრემლის აგენტია - გეგელია

16.03.25 17:57
ფარცხალაძე კრემლის აგენტია - გეგელია

ფარცხალაძე კრემლის აგენტია, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც სანქცირებული ფარცხალაძე დგამს, მოიაზრება როგორც ივანიშვილის და კრემლის ურთიერთობებში გადადგმული ნაბიჯი.

გეგელია არ გამორიცხავს, რომ "ოცნების" შემდეგი ნაბიჯები, თუკი ის ხელისუფლებაში დარჩა, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და რუსეთის რეჟიმთან ქვეყნის სრული კაპიტულაცია იქნება. 

ფარცხალაძე წარმოადგენს კრემლის აგენტს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ამ რეჟიმის ერთ-ერთ საყრდენს და ამ რეჟიმის ურთიერთობების ე.წ. დამლაგებელს კრემლტან ურთიერთობაში. ამიტომ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ის დგამს, უნდა მოვიაზროთ როგორც ივანიშვილის და კრემლის ურთიერთობაში გადადგმული ნაბიჯები და რასაკვირველია, შემდეგი ნაბიჯები, თუკი ეს ხელისუფლება დარჩა ქვეყანაში, არის ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ქვეყნის სრული კაპიტულაცია რუსეთის რეჟიმთან, - ამბობს გეგელია. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა აღმოაჩინა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო ამერიკის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე "კომუნისტური კავშირის" წევრი გახდა და "რუსი ქართველების" მოძრაობა დააფუძნა. საჯარო სივრცეში გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდრო კაცი  რუსებს ღიად ეუბნება, რომ "საქართველო მადლობელია" და "240 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში რუსეთი რომ არ შემოსულიყო, საქართველო ვერასდროს განვითარდებოდა ასე". ფარცხალაძე არ მალავს, რომ პირდაპირ ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეების ვიზების გაუქმება მისი ჩართულობით მოხდა. 

 

მსგავსი სიახლეები