რა განზრახვა დევს საქველმოქმედო ფონდების დაყადაღების უკან - სოფო ჯაფარიძის კომენტარი

17.03.25 17:46
რა განზრახვა დევს საქველმოქმედო ფონდების დაყადაღების უკან - სოფო ჯაფარიძის კომენტარი

"ქართული ოცნების" მიზანია, ქვეყანაში ისეთი ფონდები და ადამიანები აღარ არსებობდნენ, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს გვერდში უდგანან - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ ფონდების ანგარიშების დაყადაღების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის რაც “ნანუკას ფონდმა“ სტიქიის დროს გააკეთა, წესით “ოცნების“ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა.

თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, მათ ოჯახებს უდგანან გვერდში, როგორ შეიძლება დღეს ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, როდესაც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, სულ რამდენიმე დღის წინ, რა გააკეთა ნანუკას ფონდმა, მაშინ როდესაც, ეს ყველაფერი ამ სტიქის დროს უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, მან, ფაქტობრივად, ხელისუფლების ფუნქცია შეასრულა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, სწორედ ეს არის მათი მიზანი, რომ აღარ არსებობდეს ასეთი ფონდები და ასეთი ადამაინები“, - ამბობს ჯაფარიძე.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. ასევე ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც. გაბიტაშვილის უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.

მსგავსი სიახლეები