"საქართველოში მთავარი ნარკობარონი ბიძინა ივანიშვილია" - ხაბეიშვილი
"საქართველოში მთავარი ნარკობარონი ბიძინა ივანიშვილია" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა "ოცნების" მიერ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მხრიდან ამ თემის წინ წამოწევა ფარსია, რადგან მისივე განმარტებით, ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს მფარველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებენ და ისინი "კრიმინალი ივანიშვილის მმართველობასთან არიან შეზრდილნი".
ნარკოტიკები რომ შემოდის და დაუღია ახლა პირი მდინარაძეს და აი ნარკოტიკები. მთავარი ნარკობარონი და მინი ესკობარი საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის გარეშეც ასობით კილოგრამი ჰეროინი და ნარკოტიკული საშუალება საქართველოში ვერ მოხვდება და ასეთი არის უამრავი", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
არცერთი კითხვა, არცერთი განსხვავებული მოსაზრება და არანაირი მსჯელობა - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე "ოცნებამ" ახალი რეპრესიული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.