გადასცემენ თუ არა ლევან ვარშალომიძეს რუსეთს - აჭარის მთავრობის ყოფილი უფროსი გადაწყვეტილების მოლოდინშია

19.03.25 11:50
გადასცემენ თუ არა ლევან ვარშალომიძეს რუსეთს - აჭარის მთავრობის ყოფილი უფროსი გადაწყვეტილების მოლოდინშია

ლევან ვარშალომიძის უკანონო პატიმრობიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. არადა, საქართველოს მოქალაქეს რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება და ის ყაზახეთის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ლევან ვარშალომიძის დაკავების ოპერაციაზე "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. აჭარის მთავრობის ყოფილი უფროსი ახლა ადვოკატთან ერთად ატერაოს პოლიციის განყოფილებაშია და ასტანადან ვერდიქტს ელოდება.

ბოლო, ვისთანაც ლევან ვარშალომიძესთან და მის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა, ელგუჯა ბაგრატიონია. ის "პირველებთან" ამბობს, რომ გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, ცნობილი რამდენიმე საათში გახდება. ბაგრატიონი ამბობს, რომ ვარშალომიძე პოზიტიურად არის განწყობილი.

ჯერჯერობით მხოლოდ განყოფილებაშია გადაყვანილი, ელოდებიან დედაქალაქიდან გადაწყვეტილებას. როგორც ინტერპოლი, ამ ტიპის რაღაც არის ევრაზიული თუ რაღაც, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის მოკლედ სიაში შეყვანილი. თუ იცით, უკრაინაში პრეზიდენტის ოფისში ამომრჩეველია ლევანი და ამასთან დაკავშირებით. თან ომის პერიოდშიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული. ლოჯისტიკასთან დაკავშირებით, ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით და შესაბამისად... ჯერჯერობით, არაფრის თქმა არ შეუძლიათ, მოკლედ, ახლა დილით რომ ვესუბრე, გაცილებით იმედიანად არიან. ჩართული არის უკრაინა, ყველა მხარე არის ჩართული. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების იმედი არავის აქვს, ამიტომ საქმეში უკრაინული მხარე ჩართეს, რათა ვარშალომიძე რუსეთს არ გადასცენ. 

ჩვენ, მიუხედავად იმისა რომ ვიცით, რომ ქალბატონი ბოჭორიშვილი ინფორმირებულია, ჩავრთეთ უკრაინული მხარე, იმიტომ, რომ არავის აქვს ამ არალეგიტიმური ხელისუფლების იმედი. ლევან ვაშალომიძეს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით აჭარისთვის და ბათუმისთვის, მის ექსტრადიციას ითხოვენ რუსები, ბევრ სხვა პატრიოტ საქართველოს მოქალაქესთნ ერთად ის არის შეყვანილი სიაში, რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც ძებნილი. ამ ხელისუფლების იმედი რომ არ შეიძლება გვქონდეს, ეს ძალიან კარგად ვიცით და ამიტომ ჩართულია ამ საქმეში უკრაინული მხარეც, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს, მტერს, არ გადასცენ საქართველოს მოქალაქე, - ამბობს ბოკუჩავა. 

ქართველ პოლიტიკოსს კრემლი უკრაინის ომში დახმარების გამო უპირებს გასამართლებას, თუ ყაზახეთი ვარშალომიძის საქართველოში დეპორტაციის ნაცვლად, რუსეთისთვის გადაცემას გადაწყვეტს.

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს.  ის ყაზახეთში იმ დროს დაკავეს, როდესაც აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

მსგავსი სიახლეები