გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ადვოკატთან ეტლით გამოიყვანეს - ირაკლი პაპიაშვილი
მოშიმშილე პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა - ინფორმაციას ჩიკვაიძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, ბიზნესმენი ვერ გადაადგილდება. ოჯახი პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.
მეგობრებო, გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით
5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება.
ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს აქვთ ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი.მოვითხოვთ, დაუყონებლივ საავადმყოფოში გადაყვანას"- წერს პაპიაშვილი.
განახლება: ჩიკვაიძის დედა ჩიკვაიძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
პატიმრის დედამ, ეკა წერეთელმა „ტვ პირველთან“ თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა მოუაროს პატიმარს და გადაიყვანოს კლინიკაში.
სავარაუდოდ, ჩართულია უკვე ნევროლოგია, არ აქვს მგრძნობელობა ფეხებში. დღეს უკვე ეტლით გამოიყვანეს ადვოკატთან, სილურჯე ფრჩხილების არეში, ფეხების შეშუპება. ის მერვე დღეა შიმშილობს და მე ადრეც ვთქვი, რომ ამ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებები, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში თვითონ მარტოა და ეს მისი გადაწყვეტილებაა“,- აღნიშნავს ეკა წერეთელი.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.
პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.