პრეზიდენტი ზურაბიშვილი - რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება, ეს არის ბუტაფორია
ეს არის ბუტაფორია - ასე აფასებს საქართველოს ემხუთე პრეზიდენტი იუსიტვიის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, "ქვეყანა ჩაკეტვისკენ მიდის":
ქვეყანა არამხოლოდ იზოლირებულია თავისი პარტნიორებისგან, არამედ ჩაკეტვისკენ მიდის. ის გადაწყვეტილება, რაც იუსტიციის საბჭოს მიმართ იქნა მიღებული, ნიშნავს, რომ სასამართლო უფრო და უფრო იქცევა ბუტაფორიად. ეს ნაბიჯიც აღარ იყო საჭირო იმისთვის, რომ ამაში დავრწმუნებულიყავით. არცერთი ნაბიჯი არ არის ზედმეტი "ქართული ოცნებისთვის" იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ყველაფერი ერთ ხელშია და რასაც უნდა, იმას აკეთებს. ეს არის მათი სისუსტის ნიშანი.