"ტერორი საქართველოში: სოლიდარობის ფონდები გაყინული. ბიზნესმენები პატიმრობაში. პოლიტიკოსებს ემუქრებიან..." - პრეზიდენტი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"#ტერორისაქართველოში - არასამთავრობოებისა და პროექტების საგარეო დაფინანსება უკვე აკრძალულია. ადგილობრივი სოლიდარობის ფონდები თვითნებურად გაყინულია. არაპროპორციული ჯარიმები (თითო $1800) ახრჩობს მშვიდობიან დემონსტრანტებს. ბიზნესმენები პატიმრობაში. პოლიტიკოსებს ემუქრებიან. უცხოელ ოფიციალურ პირებს ქვეყანაში არ უშვებენ" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა:
- საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
- საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
- საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“.
საქართველოს მოქალაქეები 112 დღეა უწყვეტ პროტესტს მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა-ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთვისუფლებაა.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება უნდა დაფიქრდეს, რა ტონით საუბრობს ჩვენს პრემიერზე - ჯეიმს მაკკლირის ექსკლუზიური ინტერვიუ „პირველებთან“
მაკკლირი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები და „ქართული ოცნების“ რეაქციები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს გავლენა და სანქციების მექანიზმი.