ვინ არის მიხეილ ყაველაშვილის მრჩეველი, ვისაც თვეში 6424 ლარს უხდიან
ვინ არის „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ერტადერთი მრჩეველი, რომლის თანამდებობრივი სარგო 6 424 ლარია.
როგორც BMG-ის მიერ ყაველაშვილის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, მიხეილ ყაველაშვილს ერთადერთი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით ჰყავს.
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების მიზეზით, ადმინისტრაციამ მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი მრჩევლის ვინაობა და CV მედიას არ მიაწოდა, თუმცა BMG-მ გაარკვია, რომ ის ლუკა ეხვაიაა.
ღია წყაროების თანახმად, ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარია. 2010 - 2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში - სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი); 2015 - 2017 წლებში კი - ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.
წყარო: BM.GE
მსგავსი სიახლეები
"ოცნება უნდა დაფიქრდეს, რა ტონით საუბრობს ჩვენს პრემიერზე - ჯეიმს მაკკლირის ექსკლუზიური ინტერვიუ „პირველებთან“
მაკკლირი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები და „ქართული ოცნების“ რეაქციები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს გავლენა და სანქციების მექანიზმი.