დიდი შეკრება ბრიუსელში - ევროპულ საბჭოში მისულ ლიდერებს მაგიდაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილის წერილი დახვდათ

20.03.25 20:18
დიდი შეკრება ბრიუსელში - ევროპულ საბჭოში მისულ ლიდერებს მაგიდაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილის წერილი დახვდათ

ევროპულ საბჭოში მისულ ევროკავშირის ლიდერებს მაგიდაზე სალომე ზურაბიშვილის წერილი დახვდათ. საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიმართა, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში მათი განხილვის საგანი გამხდარიყო. არ არსებობს ევროპის უსაფრთხოება საქართველოს გარეშე - ამბობს პრეზიდენტი და ბრიუსელს სთხოვს, რომ საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დატოვოს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის წერილი ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს და თქვეს, რომ საქართველო ევროკავშირის ლიდერების ყურადღების მიღმა არ არის. 27-დან მინიმუმ 25 ევროპული ქვეყანა გულშემატკივრობს და აკვირდება ქართველი ხალხის ბრძოლას პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ. 

სალომე ზურაბიშვილმა წერილი ევროპელ ლიდერებს ბრიუსელში დიდ შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე გაუგზავნა. ზურაბიშვილის მიზანია ბრიუსელმა საქართველოში განვითარებულ უმძიმეს პროცესებზე ყურადღება არ მოადუნოს, რადგან ფიქრობს, რომ თუ დასავლეთს რეგიონში სტაბილურობა უნდა, ზეწოლა დასავლეთიდან ოლიგარქის რეჟიმზე უნდა გაძლიერდეს და ქვეყანა ახალ არჩევნებამდე უნდა მივიდეს.

დიდი შეკრება ბრიუსელში - ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები