რა გზავნილი გადასცა აშშ-ს ბოჭორიშვილის საშუალებით ივანიშვილის გუნდმა

20.03.25 20:22
რა გზავნილი გადასცა აშშ-ს ბოჭორიშვილის საშუალებით ივანიშვილის გუნდმა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაწყვეტილი ურთიერთობის ფასი "ქართულმა ოცნებამ" უკვე იგრძნო. შეჩერებული პარტნიორობა და სანქციები ივანიშვილმა საკუთარ თავზე მძიმედ გამოცადა და 3-წლიანი თავდასხმების შემდეგ ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. ირაკლი კობახიძე, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ ეს "ოცნების" უმთავრესი პრიორიტეტია. თუმცა, რადგან ეს ჯერ მას არ გამოსდის, საკუთარ ამომრჩეველს "დიფ სთეითის" თეორიებით ამშვიდებს. 

არადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას "ოცნება" არ იმჩნევდა. მეტიც, ირაკლი კობახიძე რამდენიმე თვის წინ ჩინეთთან პარალელს ავლებდა და მისი შექებით ამერიკას საყვედურობდა. ამბობდა იმასაც, რომ პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე გაფორმებული ხელშეკრულება იყო. დღეს კი თქვა, რომ ურთიერთობისთვის მზადაა და ახლა ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადადგას. 

სავარაუდოა, რომ ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა იყო მოტივაცია, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ამერიკის ელჩსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის ეს შეხვედრა შედგა. ირაკლი კობახიძემ ახლა პირველად თქვა, რომ ეს შეხვედრა მათი ინიციატივით შედგა. ამ დრომდე საიდუმლოა, რა გზავნილი გადასცა ბოჭორიშვილის საშუალებით შეერთებულ შტატებს ივანიშვილის გუნდმა. 

სანქციებით შეწუხებული "ქართული ოცნება" - დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები