არჩევნების საქმე ევროსასამართლოში - ფარულობის პრინციპის დარღვევის შესახებ საიას სარჩელი სტრასბურგმა დაარეგისტრირა
დაირღვა თუ არა არჩევნების ფარულობის პრინციპი 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე - ხმაურიანი საქმე უკვე ევროსასამართლოშია. სტრასბურგმა საიას საჩივარი არჩევნების ფარულობის დარღვევის შესახებ რეგისტრაციაში გაატარა.
თუ ევროპული სასამართლო იტყვის, რომ ბიულეტენების უკან გაჟონილი მელნით არჩევნების ფარულობა დაირღვა, მაშინ "ქართულ ოცნებას" 73 ოლქის 2 253 უბნის შედეგების გაბათილება მოუწევს.
სტრასბურგში უკვე გადაგზავნილია მტკიცებულებები, როგორ აფრთხილებდა ცესკოს საია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომ მელანი ჟონავდა და იყო არჩევნების ფარულობის დარღვევის რისკი. ახლა ყველა დოკუმენტი, რომელიც ეროვნულმა სასამართლოებმა დააიგნორეს, ევროსასამართლოს მსჯელობის საგანი იქნება.
ივანიშვილის რეჟიმის ჩატარებულ არჩევნებს არც ხალხის ნდობა აქვს საქართველოში და არც საერთაშორისო ორგანიზაციების უცხოეთში. Fredoom House-ის 2024 წლის ანგარიშით, საქართველო აღარ არის ელექტორალური დემოკრატია, ანუ, ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების მინიმალურ სტანდარტსაც აკმაყოფილებს.
არჩევნების საქმე ევროსასამართლოში - ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.