რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა-ჯეიმს მაკკლირი

20.03.25 20:29
რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა-ჯეიმს მაკკლირი

“საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი დიდ ბრიტანეთში წლებია შეუფერხებლად მუშაობდა, რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის ივანიშვილის დასანქცირების დროა“.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, “უზარმაზარი სკანდალია - საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში წლებია შეუფერხებლად მუშაობდა“

უზარმაზარი სკანდალი - საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში წლებია შეუფერხებლად მუშაობდა.

ახლა, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, მას 170 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაავალა “კომერციული შეთქმულებისთვის”.

[ირაკლი] რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა”, - წერს მაკკლირი.