დონალდ ტრამპი სენატში "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს, ჯიმ რიშს სრულ მხარდამჭერას უცხადებს
დონალდ ტრამპი სენატში "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს სრულ მხარდამჭერას უცხადებს. ამის სესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.
ტრამპი წერს, რომ ჯიმ რიში ამერიკის წინსვლისთვის და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს და აღნიშნავს, რომ ის "უღალატო და გამორჩეული" ადამიანია.
სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, როდესაც აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი უპირატესტობით გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წელს!
როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი ჩვენი "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დღის წესრიგის წინსვლისთვის დაუღალავად იბრძვის. ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგო დომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება [აშშ-ს კონსტიტუციის] და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით.
სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ!, - წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომ ჯიმ რიში ის გავლენიანი სენატორია, რომელმაც "მეგობარი აქტი" წარადგინა. აღნიშნული აქტი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ითვალისწინებს.