აშშ-ს კარგად ესმის, რომ ირანის, ჩინეთის და რუსეთის მეგობრები ამერიკის მეგობრები ვერასდროს იქნებიან - ნაცვლიშვილი

21.03.25 11:22
აშშ-ს კარგად ესმის, რომ ირანის, ჩინეთის და რუსეთის მეგობრები ამერიკის მეგობრები ვერასდროს იქნებიან - ნაცვლიშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ამერიკათან ურთიეღთობების გადატვირთვა ვერ მოხდება. მისი თქმით, ამას ცხადყოფს "ოცნების" მიერ არაერთხელ გაკრიტიკებული სენატორი რიშის მაგალითიც, რომელსაც ტრამპმა ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის, ჩინეთის და ირანის მეგობარი "ოცნება" ამერიკის მეგობარი ვერასდროს გახდება. 

ვხედავთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არალეგიტიმური, რუსული ოცნების წარმომადგენლები მუდმივ შეურაცხყოფას აყენებენ და წარმოუდგენელი ლექსიკით საუბრობენ მათზე, ეს ადამიანები არათუ რჩებიან აშშ-ში მაღალ თანამდებობებზე, არამედ მათ აქვთ ურყევი მხარდაჭერა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ასეთია, მათ შორის, ბატონი რიში. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ მოხდება აშშ-თან, იმიტომ, რომ მათთვის ძალიან კარგად არის გასაგები, რომ ირანის, ჩინეთის და რუსეთის მეგობრები ვერ იქნებიან ამავდროულად ამერიკის მეგობრები. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ძალიან ზუტად აქვს დანახული, ვინ ვინ არის, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დონალდ ტრამპი სენატში "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს სრულ მხარდამჭერას უცხადებს. ამის სესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს. 

ტრამპი წერს, რომ ჯიმ რიში ამერიკის წინსვლისთვის და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს და აღნიშნავს, რომ ის "უღალატო და გამორჩეული" ადამიანია. 

 

მსგავსი სიახლეები