სენატორ რიშის ლანძღვა "ოცნებას" "მეგობარი აქტით" მძიმე შემოუბრუნდება - აქუბარდია
სენატორ რიშის მიმართ ტრამპის მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არასწორ გათვლებს აკეთებს, - ამის შეახებ გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ჯიმ რიშის მიმართ ლანძღვის კორიანტელი "ოცნებას" "მეგობარი აქტის" სახით მძიმედ დაშემოუბრუნდება.
სენატორ რიშის მხარდაჭერა და იმავდროულად, სრული ნდობა პრეზიდენტ ტრამპისგან, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის არასწორ გათვლებს, ძალაუფლების შენარჩუნების ფონზე აღადგინოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები და შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება ამ გზით და ის კორიანტელი ლანძღვის, რომელიც მათ სენატორ რიშთან დაკავშირებით აქვთ ნათქვამი, ვფიქრობ, საკმაოდ მძიმედ შემოუბრუნდებათ მათ „მეგობარი აქტით“, - ამბობს აქუბარდია.
დონალდ ტრამპი სენატში "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს სრულ მხარდამჭერას უცხადებს. ამის სესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.
ტრამპი წერს, რომ ჯიმ რიში ამერიკის წინსვლისთვის და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს და აღნიშნავს, რომ ის "უღალატო და გამორჩეული" ადამიანია.